spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"500-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებულმა 17 685 სოციალურად დაუცველმა...

“500-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებულმა 17 685 სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ისარგებლა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს. დღეის მდგომარეობით, უკვე 17 685–მა პენსიონერმა ისარგებლა. მათ 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება სხვადასხვა მედიკამენტზე, წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ძალიან მოქნილი და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ და პენსიონერებს ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა და როგორ შეძლებენ სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების უფასოდ მიღებას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პროგრამის ბენეფიციარები არიან თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება. იმისთვის, რომ პროგრამით ისარგებლოთ, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ ცნობას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საჭირო მედიკამენტებს მიუთითებს. შემდეგ განათავსებს პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში. მოკლე ტექსტური შეტყობინებით თქვენ მიიღებთ თბილისის მერიისგან სპეციალურ კოდს და ამის შემდეგ შეგეძლებათ, მედიკამენტების ასაღებად მიმართოთ სასურველ აფთიაქს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, იანვრიდან დღემდე, ხუთი თვის განმავლობაში, მერიამ 6 120 150 ლარის ღირებულების მედიკამენტი დააფინანსა. პროგრამით სარგებლობის მიზნით, შემოსულია 33 110 მოთხოვნა. მათგან ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 30 445 მოთხოვნა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...