კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ცრუ შეთავაზებაა, თითქოს "ქართული ოცნება" არის მშვიდობის გარანტი...

“ცრუ შეთავაზებაა, თითქოს “ქართული ოცნება” არის მშვიდობის გარანტი – თქვენი ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება სწორედ მაპროვოცირებელი რუსებისთვის” – პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

„ქართულ ოცნების“ გაუბედავი, სირაქლემას და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება სწორედ მაპროვოცირებელი რუსეთისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში განახორციელოს აგრესია და არა ის, რომ თქვენ აქ ვიღაცას ომის პარტიას უწოდებთ. რუსეთს არანაირი საბაბი არ სჭირდება“, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ისტორიულად დადასტურებულია, რომ რუსეთს საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის არანაირი საბაბი არ სჭირდება. მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელების პროვოცირებას „ქართული ოცნება“ გაუბედავი პოლიტიკით ახდენს.

რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს და არის იმის გამოხატულება, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ცივილიზებული მსოფლიო აუცილებლად გაიმარჯვებს და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

ვინც იქნება ამის წინააღმდეგი ნებისმიერი ფორმით, მოქმედებით, უმოქმედობით – იქნება ისტორიის ანტიგმირი და იქნება ისტორიის სანაგვეზე. ეს არის ცალსახა. ამას ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვუმტკიცებდეთ.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ომის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად ყოფთ და თქვენ, რატომღაც, თავს აყენებთ მშვიდობის მხარეს. ყველა გამოსვლაში ვამბობ, რომ ის გაუბედავი პოლიტიკა, სირაქლემას და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება სწორედ მაპროვოცირებელი რუსებისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში განახორციელოს აგრესია და არა ის, რომ თქვენ აქ ვიღაცას ომის პარტიას უწოდებთ.

რუსეთს არანაირი საბაბი არ სჭირდება. 200 წლის მანძილზე დადასტურებულია ისტორიულად, რომ არანაირი საბაბი არ სჭირდება მისი სამხედრო და პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ვიწროპარტიულ ინტერესებზე უარი ვთქვათ და საქართველოს რაც სჭირდება, ხალხს რაც სჭირდება, ის გავაკეთოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...