15 აპრილს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:
ლარის კურსის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. კერძოდ, ლარის კურსის ასეთი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 4 ვაჭრობის შედეგად:
12 აპრილი – 3.0755;
13 აპრილი – 3.0841;
14 აპრილი – 3.0830;
15 აპრილი – 3.0741.
ბოლო ვაჭრობაზე ლარი კიდევ გამყარდა და 16 აპრილიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.0706, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ცოტათი კიდევ გამყარდა 0.0035 ლარით.
ბოლო დღეების განმავლობაში ასევე გაგრძელდა ლარის კურსის სტაბილიზების პროცესი ევროსთან მიმართებაში და ბოლო ვაჭრობაზე წინა დღის კურსთან შედარებით გამყარდა 0.0336 ლარით. თუ 15 აპრილის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.3526 ლარი, 16-18 აპრილის პერიოდში 1 ევრო ეღირება 3.3190 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 4.0136 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2098 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0415 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.8109 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.5193 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2586 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.8191 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 9.5310 ლარი
100 იაპონური იენი – 2.4285 ლარი
სახეზეა რუბლთან მიმართებაში გაუფასურებული ლარის ერთგვარი დასტაბილურება, გაგაცნობთ ბოლო რამდენიმე დღის კურსს, კერძოდ 100 რუსული რუბლი ბოლო დღეებში ღირდა:
12 აპრილი – 3.7861;
13 აპრილი – 3.6885;
14 აპრილი – 3.7596;
15 აპრილი – 3.7324;
ბოლოსწინა ვაჭრობაზე მცირედით გამყარებული ლარი, 15 აპრილის ვაჭრობაზე ისევ გაუფასურდა 0.0471 ლარით და სამი დღის განმავლობაში 100 რუბლი ეღირება 3.7795 ლარი