შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"პუტინის დედას შევე*ი მე, გინდ კასპელი იყოს, გინდ...

“პუტინის დედას შევე*ი მე, გინდ კასპელი იყოს, გინდ ლენინგრადელი და გინდ მარსელი!” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ანალიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ცნობილი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის თავისებურ ტკივილნარევ ხუმრობას იხსენებს და უკრაინის კადრების ნახვის შემდეგ ემოციურად დათრგუნული რუსეთის პრეზიდენტს აგინებს:

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე იუმორის გრძნობითაც გამოირჩეოდა. მისი გამონათქვამები ანეკდოტებადაა ხალხში გასული და აქ მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ასეთი ხალხური გადმოცემა, რომელიც არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ აქტუალური ნამდვილად არის.

2008 წლის აგვისტოა, ომია საქართველოში, იბომბება გორი, სახლები იწვის, საშინელი სიტუაციაა მოკლედ და ეს ყველაფერი გადაიცემა ტელევიზიებით.

ოთხმოცი წლის ბიძინა კვერნაძე უყურებს ტელევიზორს თურმე, უყურებს, მერე დგება და იწყებს ჩაცმას: თეთრი პერანგი, კოსტუმი, ჰალსტუხს იკეთებს.

– რას შვრები, კაცო, სად მიდიხარო? ეკითხება ცოლი.

– სად და კასპშიო, პასუხობს ბიძინა.

– კასპში რა გინდაო? გაუკვირდა ცოლს.

– რა მინდა და პუტინის კასპელი დედა უნდა მოვ**ნა, აბა ომში ამ ხნის კაცი ვეღარ ვივარგებ, ის ქალი კიდევ ჩემხელაა დაახლოებით და იქნებ მოვერიო რამენაირად, თორემ გამისკდა გულიო.

ჰოდა, ვუყურებ მთელი დღე უკრაინის კადრებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა საჯაროდ:

პუტინის დედას შევე*ი მე, გინდ კასპელი იყოს, გინდ ლენინგრადელი და გინდ მარსელი!

და ყველა მისი პირდაპირი და ირიბი მხარდამჭერის დედებიც მიმიყოლებია თან…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლელა კაკულია: “თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!”

19 ივნისს ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები გამოქვეყნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...