spot_img
მთავარიკანონი და სამართალიუკანონო ტყითსარგებლობის 20 ფაქტი გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის...

უკანონო ტყითსარგებლობის 20 ფაქტი გამოვლინდა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 20 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 11 ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტია, 5 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების, 4 კი – ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების.

ბაღდათის, ჭიათურის, საჩხერის, წყალტუბოს, ხონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 24 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 2,1 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა დაამზადეს და მისი ტრანსპორტირება მოახდინეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 1 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას ახდენდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 60 ერთეული აკაციის სახეობის ხე-მცენარე და მის ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

ქალაქებში – ქუთაისსა და ხონში, ასევე თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, ჯამში 5,2 კუბური მეტრი მოცულობის, სხვადასხვა სახეობის ხე-ტყის (საშეშე მერქანი, დახერხილი ხე-მასალა) ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...