spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საინტერესოა, ასეთი რა შემოსავალი ეგულებათ კერძო სკოლის მასწავლებლების...

“საინტერესოა, ასეთი რა შემოსავალი ეგულებათ კერძო სკოლის მასწავლებლების ოჯახებში?!” – ნანა ტოხვაძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე შეფასებებს აკეთებს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ამ კატეგორიის ადამიანებსაც გაეწიოთ შეღავათი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯებზე:

მძიმე სოციალური ფონი, გაძვირებული ფასები, ინფლაცია და საყოველთაო უმუშევრობით გამოწვეული დაბალი შემოსავლები ისეთივე ტვირთად დააწვათ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს, როგორც თითოეულ ჩვენგანს.

საინტერესოა, ასეთი რა შემოსავალი ეგულებათ კერძო სკოლის მასწავლებლების ოჯახებში, რომ სატრანსპორტო ტარიფებზე საშეღავათო კატეგორიების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ?! ხშირ შემთხვევაში, დაბალბიუჯეტიანი კერძო სკოლების მასწავლებელთა ხელფასი არაფრით განსხვადება საჯარო სკოლის მასწავლებლის ანაზღაურებისგან. რაც შეეხება სამუშაო დატვირთვას და დაკისრებულ მოვალეობას, ისინიც ხომ იმავე მონდომებითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებიან ჩვენს მომავალ თაობას? მაშ, რით აიხსნება ეს დისკრიმინაციული მიდგომა?

რატომ ჩათვალა ქ. თბილისის მერიამ, რომ კერძო სკოლაში დასაქმებული მასწავლებები არ იმსახურებენ ამ შეღავათს?!

სწორედ ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად შეიქმნა პეტიცია, რომლის შინაარსსა და მოთხოვნას ასეულობით პედაგოგი უკვე შემოუერთდა. იმედი მაქვს საერთო ძალისხმევითა და აქტიურობით მივაღწევთ შედეგს. ცხადია, მსგავსი მოთხოვნით უნდა მივმართოთ სხვა ქალაქების მერიებს და შევეცადოთ, მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მასწავლებლებს ყოფა-ცხოვრება,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციისთვის – კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვისაც მუნიციპალურ ტრანსპორტზე საშეღავათო ტარიფით სარგებლობის მოთხოვნისთვის პეტიცია მოამზადა:

ტრანსპორტის ტარიფზე შეღავათით ისარგებლონ კერძო სკოლის მასწავლებლებმაც

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“დამიჯერე… ეს ისტორია ჩვენს შორის ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ გვექნება რევანში” – ილია თოფურია...

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას...

“ბოროტება წარმატებული მხეცის ნიშანია!” – ლაშა ბუღაძე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...