spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ვითხოვთ გრიგოლ ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში" - ლევან ხაბეიშილი

“ვითხოვთ გრიგოლ ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში” – ლევან ხაბეიშილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშილმა ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროპელ კოლეგებს ჩააყენებს საქმის კურსში ოფიციალური წერილით და ასევე მოითხოვს ,,სუს“-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე მისვლას:

,,საზოგადოებას კარგად აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაერთ სკანდალშია გახვეული. მათ შორის, მამოების, მეუფეების მოსმენის საქმე, რაზეც მათ განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, მისი ხელმძღვანელი არც კი შეწუხებულა, როცა მამოების, მეუფეების, პედაგობების ,,კრებსებზე“ იყო საუბარი. ასევე, თუ როგორ იპარავენ წინა საარჩევნოდ ადამიანებს, დეპუტატებს – მაგალითად, დმანისში მომხდარი ფაქტი, როგორ კლავენ დეპუტატებს შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით და ეს ყველაფერი უკავშირდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

არასდროს, არცერთხელ გრიგოლ ლილუაშვილს, სუს-ის ხელმძღვანელს არანაირი განცხადება ამ მიმართულებით არ გაუკეთებია. რომ უსმენენ მთელ საქართველოს, მამაოებს, მეუფეებს, პედაგოგებს – ფაქტობრივად, მათ საძინებელში წერენ – ამაზე არასდროს არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

გაგიკივირდებათ, მან მე და 2 ტელეკომპანიას უჩივლა სასამართლოში ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომელიც უკავშირდება თაღლითურ ინტერნაციონალურ დანაშაულს, საიდანაც ,,ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი, ლილუაშვილი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე შავ ფულს გამოიმუშავებდნენ. ამასობაში ამ თანხებს წინასაარჩევნოდ იყენებდნენ ზონდერების და პროვოკატორების მოსასყიდად, საარჩევნო უბნებზე.

რატომ გადაწყვიტა გრიგოლ ლილუაშვილმა ჩივილი მხოლოდ ამ საკითხზე?! – მარტივი მიზეზებია. ჩვენი ინფორმაციით, ის გახდა საერთაშორისო გამოძიების საგანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, უახლოეს მომავალში, ამ ადამიანის წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება, როგორც მთავარი ე.წ. ,,კრიშა“ ამ ქოლ-ცენტრების, საიდანაც ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს.

მე დღეს დამატებით, ჩვენს პარტნიორებს, ევროპელ კოლეგებს ჩავაყენებ საქმის კურსში ოფიციალური წერილით. ასევე, ჩვენ დღეს ვითხოვთ გრიგოლ ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში. შესაბამისი წერილით ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ გაიგზავნება, რომ მობრძანდეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე და კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით გაგვცეს პასუხები.

ასევე ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა, რომელიც ამოქოქა, პირდაპირი მნიშვნელობით, ,,ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პროპაგანდისტულმა არხებმა. ახლა გაახსენდათ ქოლ-ცენტრები. არადა, როცა კონკრეტულ მისამართებზე მივდიოდი, ვამხელდი, ვასაჯაროებდი დოკუმენტაციას არანაირი რეაგირება ამ მიმართულებით არ ჰქონიათ. მხოლოდ მას შემდეგ ანერვიულდნენ, რაც ბატონი ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი და სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილითაც დაინტერესდნენ გამომძიებლები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან საქართველოში. ვგულისხმობ, გერმანელ, ფრანგ სამართალდამცავებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...