დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის (დაზუსტებული მონაცემებით) სიდიდის მიწისძვრა. საკმაოდ საგრძნობი იყო მიწისძვრა დედაქალაქშიც.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
P.S. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ სოფელში არაერთხელ მოხდა მიწისძვრა, რასთან დაკავშირებითაც გამოქვეყნებული გვქონდა შესაბამისი პუბლიკაციები. საყურადღებო ფაქტია, რომ გასული წლის ივნის-აგვისტოში აღნიშნულ სოფელში 30-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა