spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავინ გეუბნებათ ბრძოლის წინა ხაზზე გაჭრას, მაგრამ ეს...

“არავინ გეუბნებათ ბრძოლის წინა ხაზზე გაჭრას, მაგრამ ეს არის არგაღიზიანების თუ კუდის ქიცინის პოლიტიკა?!” – პაატა მანჯგალაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი, პაატა მანჯგალაძე შეფასებას აძლევს და კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვპოულობდეთ საერთო ენას, მთავარი რიტორიკა დღესაც საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ და არა მხოლოდ მისი დამსახურებით, სიძულვილის რიტორიკაა. თითქოს სიძულვილის სახელმწიფოს აშენებაა ამოცანა და ჩვენ ყველა ამ სახელმწიფოს მონაწილეები ვართ, რომ ვერ შევძლოთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვერ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე. „ქართული ოცნება“ ამ ტექსტში რუსეთის ხსენებას ერიდება და ჩემთვის გაუგებარია, როდესაც „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს პარლამენტს რამდენიმე რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს, სადაც რუსეთი არაერთხელ ნახსენებია, როგორც ოკუპანტი რა შეიცვალა მას მერე რუსეთთან დამოკიდებულებაში?! რუსეთი შეიცვალა თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა? მიდგომა შეცვალა რუსეთმა და ოკუპანტი აღარ არის?!

მე მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები თუ რა შეიცვალა 2014 წლიდან, რაც უკვე რამდენიმე რეზოლუციაში ახსენეთ რუსეთი. მესმის არ გაღიზიანების პოლიტიკა, არავინ გეუბნებათ ბრძოლის წინა ხაზზე გაჭრას, მაგრამ ეს არის არგაღიზიანების თუ კუდის ქიცინის პოლიტიკა?!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...