spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ასე იხრწნება სისტემა და მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად გახრწნილია"...

“ასე იხრწნება სისტემა და მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად გახრწნილია” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მედიასთან კომენტარს აკეთებს, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე, მის მიმართ განახლებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

,,ალგორითმის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს. სავარადოდ, სასამართლო პროცესი განახლდა იმიტომ, რომ განახლდა პოლიტიკური სეზონი. ივანიშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელია, რომ ყველა პოლიტიკოსს და იმ ადამიანს, ვისაც არ მოწონს ეს რეჟიმი, დამოკლეს მახვილივით თავზე ეკიდოს რაღაცა სასამართლო პროცესი.

თავისთვად ეს ყველაზე აბსურდული საქმეა, რაც კი მთელი ამ 10 წლის განმავლობაში პოლიტიკურ საქმეებს შორის იყო იმიტომ, რომ მედავებიან ევროპის ვიცე-ჩემპიონის ცემას. თან აეროპორტში, სადაც ყველაზე მეტად დაცული ადგილია – პასპორტის კონტროლს რომ გადახვალ შემდეგ სანამ თვითმფრინავში ჩაჯდები იმ მონაკვეთში, რომელიც კამერებით სავსეა, მაგრამ კამერებიდან ჩანაწერები საქმეში არ არის.

ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის დავალებით შესრულებული. ამ ადამიანმა ბევრი ბენეფიტები მიიღო, სიმდიდრე მიიღო მას შემდეგ, რაც ეს შეასრულა. რაც მთავარია, ამ საჩუქრების ფასში ეტყობა შედიოდა ისიც, რომ უნდა იძახოს როგორ ვცემე მე. თუ პროკურატურაც, სასამართლოც მაგას იძახის, საბოლოო ჯამში, მეც დავიჯერებ რომ ვცემე ეს ძიუდოისტი.

სირცხვილია ეს საქმე და ზოგადად, სიმპტომური იმიტომ არის, რომ როდესაც 10 წლის განმავლობაში შენ პოლიტიკურ ოპონენტებზე დავალებას აძლევ პოლიციას, რომ ან დაესხი თავს, სცემე, გალახე, გაიტაცე – ეს არ ჩერდება ამ დონეზე. ,,ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ მარტო ,,ნაციონალების“ ცემას ან რაღაცას რომ დაავალებს, ამით დამთავრდება. არა, პოლიციის მიდრეკილებაა – შენ თუ ერთხელ, 2-ჯერ, 3-ჯერ უკანონო დავალებას მისცემ – მეოთხეჯერ, მეხუთეჯერ ის იმას გააკეთებს, რაც ჩვენ მეტროში ვიხილეთ.

ასე იხრწნება სისტემა და მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად გახრწნილია და მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს დღევანდელი საქმიდან, ეს ყოველივე იმდენად აბსურდულია, რომ ამის წინასწარ გამოცნობა ძნელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მე ვცოცხლობ გიგა ავალიანისთვის!” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მორიგი ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში,...

“საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს” – ირაკლი...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით კონკრეტულ...

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...