პარასკევი, ივნისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ! -...

მინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ! – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
,,როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან.

ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური გემოვნება; ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

მინდა ყველას – შიგნით და გარეთ – მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ იმ ძალებსაც, რომლებსაც, ასევე, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს.
ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.

ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს. ასევე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.
აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ივმართავ ჩვენს მოქალაქეებსრომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. დაბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს. და ეს ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მალე ბევრი დაჭერილი და გაკულაკებული რომეოები გვეყოლება” – ნინო ჯანგირაშვილი

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიას"...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...