spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპირველ რიგში მოსახლეობის ინტერესშია, რომ გამართული იყოს ელექტროენერგეტიკული...

პირველ რიგში მოსახლეობის ინტერესშია, რომ გამართული იყოს ელექტროენერგეტიკული ინფრასტუქტურა და გადაჭარბებული, უკონტროლო მოხმარების გამო შეფერხება არ მოხდეს – ნათია თურნავა სვანეთში შექმნილ სიტუაციაზე

სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობისა და იქ ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა:

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სვანეთი დღეს არის გამორჩეული ტურისტული ადგილი, არეალი, სადაც მთელი მსოფლიოს დამსვენებლები, ტურისტები ჩამოდიან იმიტომ, რომ უნიკალური ბუნება, უნიკალური არქიტექტურა ნახონ და ზამთრის კურორტზე გაატარონ ძალიან სასიამოვნო დასვენების დღეები.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურა განახლებულიყო, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საბაგირო მუშაობს და დამსვენებლებს მასპინძლობს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, რომ მთავარი პერსპექტივა და განვითარების გეზი სვანეთისთვის – ეს არის ტურიზმი, მათ შორის, ზამთრის ტურიზმი და აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან, არაფერი გაკეთდება ისეთი, რაც კითხვის ნიშნის და დარტყმის ქვეშ დააყენებს გამართულ ტურისტულ სეზონს.

რა თქმა უნდა, მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო ე.წ. საყოფაცხოვრებო “მაინინგთან” დაკავშირებული პრობლემები, რაც იქ არსებობს, როგორც ჩვენ ვიცით.

უკვე ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და “ენერგო-პროსთან”, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას. ამ ეტაპზე სამართალდამცველების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან ამ საკითხს მოსახლეობა შეგნებულად უდგება. ყველამ კარგად იცის, რომ მთავარია გამართულად მუშაობდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა – ეს პირველ რიგში სვანეთის მოსახლეობის ინტერესებშია.

ეტაპობრივი გამრიცხველიანება დაწყებული იყო იქ, სადაც აქამდე მრიცხველი არ იდგა, მათ შორის, კომუნალური მრიცხველები და ეს პროცესი გაგრძელდება. რასაკვირველია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში მთავარი მოკავშირე თავად მოსახლეობა უნდა იყოს, რადგანაც, პირველ რიგში, მათ ინტერესშია, რომ იქ იყოს გამართული ელექტროენერგეტიკული ინფრასტუქტურა, ამ კუთხით ყველაფერი იყოს წესრიგში და გადაჭარბებული და უკონტროლო მოხმარების გამო შეფერხება არ მოხდეს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...