spot_img
მთავარისხვადასხვა"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი" -...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი” – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი 2013 წელს მომდარ ამბავს იხსენებს და საკმაოდ ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან მიმართებაში:

მახსოვს 2013 წელს ყაზბეგში მქონდა საარჩევნო შეხვედრები, რა თქმა უნდა, მახლდნენ ტელევიზიებიც. როდესაც ადგილობრივმა აქტივმა მითხრა პატრიარქი აქაა სნოში, იქნებ მოგენახულებინაო, მე სიხარულით გავეშურე მასთან, თუმცა გზაში შემოგვითვალეს, რომ პატრიარქთან ჩემი არა თუ ტელეკადრი, არამედ ფოტოს გადაღებაც არ დაიშვებოდა.

ადგილზე მისვლისას უწმინდესის დაცვას უკლებლივ ყველას ეცვათ ქართული ოცნების მაისურები, ხოლო პატრიარქმა მათ მოსასმენად წამიკითხა ლექცია, რომ მარტო კრიტიკა კი არაა მთავარი, საქმეც უნდა აკეთო, თურმე.

მოკლედ, ვულოცავ, რა თქმა უნდა, დაბადების დღეს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი, რომელსაც ბნელ მასას ღმერთად უცხადებენ, რაც ქრისტიანობასთან უკვე ძალიან შორსაა.

სადმე გინახავთ, რომ პოლიტ-ლიდერები თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელები იჩოქებდნენ სასულიერო პირი წინაშე, ყველას დასანახად?!

არავითარი სახელმწიფო ჩვენგან კაი ხანი არ შედგება. ჩვენ ვქმნით მუდმივად კერპებს, ვამსვრევთ და მერე ისევ ვქმნით. აქაა სწორედ ჩვენი განუკურნებელი პრობლემა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...