spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანი რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და...

“ადამიანი რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და სიყვარულისთვის” – ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიაზე

ფსიქოლოგის, არტთერაპევტის, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებლის ნათია ფანჯიკიძის მიერ ირაკლი ალასანიასადმი მიძღვნილი ემოციური პოსტი, მის დაბადების დღეზე:

ადამიანი, რომელთანაც 30 წელი, ხან შორს და ხან ახლოს, ხან ძალიან შორს და ხან ძალიან ახლოს გავატარე და მხოლოდ წელს, კიდევ ერთხელ ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში და ვლაპარაკობდით სხვისთვის სიკვდილზე, სიცოცხლეზე, გმირობაზე, სულ ყველაფერზე და მათ შორის ჩვენს აკვიატებულ ერთმანეთთან მუდმივ დაბრუნებაზე, ომზე, ტკივილზე.

და რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა, “ხანდახან, ახლაც, წამით, ფიზიკურად ვგრძნობ ავტომატის ჯერს, მამაჩემს რომ გადაატარეს და მტკივაო. ზუსტად ნატყვიარების ადგილას და წამითო“, – წამის განსაზღვრა აუცილებელი იყო, რომ არ გამებედა ჭარბი თანაგრძნობა.

არც სიმთვრალეში ავიწყდება, რომ უკადრისია ცრემლი მოგვარო ვინმეს და ეს სიტყვა “მტკივა” ერთადერთხელ გამოვძალე ამდენი წლის განმავლობაში. ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და სიყვარულისთვის, ვისზეც გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ასეთ მომხიბლავს არავის ვიცნობ, ზურგის ქარს და ძლიერ იალქნებს ვუსურვებდი მხოლოდ და მეგონა ასეთი იქნებოდა სულ, სულ, სულ… ვერაფერი შეცვლიდა და მითუმეტეს, გამოჩნდებოდა ვინმე მისი სრულად მომხელთებელი.

აი ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა. მოკლედ, კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს. ხოდა მონებთან საქმე არ მაქვს. ეს უკვე საბოლოოა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე  ნათია ფანჯიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...