spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია"...

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი”.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...