spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამნაშავეებთან უნდა შერიგდეთ თუ დანაშაულს უნდა შეურიგდეთ?!" -...

“დამნაშავეებთან უნდა შერიგდეთ თუ დანაშაულს უნდა შეურიგდეთ?!” – ბონდო მძინარაშვილი

კონკრეტული შეფასებები, შედარებები, შეკითხვები და ირონია  საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილისგან:

შევრიგდეთ თუ შევურიგდეთ?

დააკვირდით, ნაცები რას ამბობენ:
ჩვენ არაფერი დაგვიშავებია იმ ცხრა წელში, მაგრამ… შევრიგდეთ!
შენ დააშავე ამ ცხრა წელში, მაგრამ შევრიგდეთ!

ანუ ის დამნაშავეები, რომლებიც მუდმივად საკუთარ უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ, შერიგებას სთავაზობენ ამ დამნაშავეებს და მუდმივად მათ დანაშაულზე ლაპარაკობენ!
დავაზუსტოთ:

ნაცები ამბობენ, რომ არაფერი დაუშავებიათ, ხალხი (მათ შორის ქოცები) კი ამბობს, რომ დააშავეს!

ნაცები ამბობენ, რომ ქოცები დამნაშავეები არიან, მაგრამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით საჭიროა დიდი შერიგება – ნაცების “უდანაშაულობის” და ქოცების “დანაშაულის” ჩამოწერა!
თუ შენ არაფერი დაგიშავებია რატომ ურიგდები დამნაშავეს?

აქ მდგომარეობა ძალიან მძიმდება:
ნაცს უნდა, რომ დამნაშავე ქოცს შეურიგდეს!
ქოცს არ უნდა, რომ დამნაშავე ნაცს შეურიგდეს!
ნაცსექტანტების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს შერიგება ვერ წარმოუდგენია!
ქოცსექტანტების აბსოლუტურ უმრავლესობასაც ეს შერიგება წარმოუდგენლად მიაჩნია!
ხალხისთვის, ვინც არც ნაცია და არც ქოცი, ნაციც მიუღებელია და ქოციც!
აბა, ვინ ვის ურიგდება?!
მხარეები მსხვერპლთა ცხედრებზე გადავლით უნდა მივიდნენ ერთმანეთამდე?!

გასაგებად აგვიხსენით:
დამნაშავეებთან უნდა შერიგდეთ თუ დანაშაულს უნდა შეურიგდეთ?!

თუმცა, ეს ერთი და იგივეა!
შედეგად რას მივიღებთ?

აი, რას:
ამ პოლიტიკური აქტით ნაცებს იმ ცხრა წელში ჩადენილი ყველა დანაშაული ჩამოეწერებათ (ცოდვებს მეუფე ნიკოლოზი მიუტევებს. მათ შორის, დავიწყებულსაც; ზეთი მარაგშია!) და მთელი ნაძარცვი შერჩებათ, ხოლო ქოცები მშვიდად დაიძინებენ, რადგან ამ ცხრა წელში ნაშოვნს შეირგებენ (ცოდვებზე მერე!).

იმ და ამ ცხრა წელში დაზარალებულები კი აღარავის გაახსენდება!

მე გასწავლით კარგ გამოსავალს, კანონიერს:
კონსტიტუციაში ჩავწეროთ (ჩავწეროთ რა, ჩაწერეთ; ეგეც თქვენ ხელშია!), რომ პოლიტიკოსი არის ღმერთის ტოლი!
ეს ცოდვების ამბავშიც გამოგადგებათ, – სად გაგონილა, ეპისკოპოსმა ღმერთს ცოდვები მიუტევოს?!
ან ვის სმენია ღმერთის ცოდვებისა?!

კანონები კი მხოლოდ უბრალო ხალხისთვის იყოს, – თქვენ მაინც არ შეგეხებათ და, რასაც გინდათ, იმას ჩაწერთ!

რა გენაღვლებათ, ანშანტეეე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...