spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავარია ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა" - მეუფე...

“მთავარია ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა” – მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი დღევანდელი ქადაგებისას ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა/დისკუსიებთან დაკავშირებით თაობაზე ისაუბრა, დააფიქსირა ეკლესიის პოზიცია და მიმართა საზოგადოებას, რომ შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში, რადგანაც იგი მხარე არაა და ეკლესიამ იცის, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს ერი:

ვხედავთ რომ, რაც ჩვენ, ქართველებმა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ვითომ თავისუფლები გავხვდით მის მერე ავირიეთ, როგორც მსოფლიოა დღეს არეული, ისე ჩვენც ავირიეთ შიგნით.

მე ვფიქრობ, რომ კორონას კი კაცობრიობა და მათ შორის ქართველები ადვილად დავამარცხებთ, მაგრამ რა ჭირიც შიგა გვაქვს ქვეყანაში, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, რა გველოდება წინ.

ერთი რაღაც იმედს მაძლევს: რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ, ცოტა მძიმედ ვიტყვი, რადგანაც ვიცი რაც უნდა გაკეთდეს – ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა მხარეს, ყველა ჩვენია. ჩვენ განა არ შეგვიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა?! მაგრამ, დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ. ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ – ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სახელმწიფოა და სხვა სამშობლო, ჩვენ ქართველებს და აქ მცხოვრებ ხალხს, არ გაგვაჩნია. ეს არის და ვერავინ ვერ შეგვიცვლის სამშობლოს.

ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ, როდესაც დღესასწაული იყო, მაშინაც ვთქვი შერიგებაზე და ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ვიცი, სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ დგება ხოლმე დრო, “ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“. შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ. დღეს, მთავარია, ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა.

მე გამიხარდა ცალკეული პარტიების, ბოლოს პრეზიდენტის გამოხმაურება: თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ. იმიტომ, რომ ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას!

ვიღაცებს უნდათ, რომ თავს რაღაცა მოახვიონ სხვებ, მასე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ – მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები იქნებიან თუ რა იქნებიან, უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები და დანაშაულებები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული ალბათ იმით, თუ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით: დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფზახეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ.

იმედით ვარ აღსავსე იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში, ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე და მე ვფიქრობ ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში – ჩვენ გვაქვს მძიმე სათქმელი ძალიან ბევრისთვის, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი გვითხრან. სჯობია ეკლესიაში მოხდეს შერიგება, აქ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და რაც მთავარია, უნდა მოხდეს შერიგება. ეკლესიამ ვიცით, ეს როგორ უნდა მოხდეს.

შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი ეპისკოპოსი დღეს ან მთავრობის მხარეს თუ დავდექი ან ვიღაცების მხარეს თუ დავდექი, არ გამოვა მასე იმიტომ, რომ მე ვხედავ, ჩვენ ერს უნდა ერთად ყოფნა. ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით, რა სისულელეა – დაამარცხე კორონა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი.

შეხედეთ, წელიწადზე მეტია ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა. ქუჩაში სირბილი – კალიების შემოსევა ხომ არ არის, დავჭამოთ ერთმანეთი?! ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ… რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ,” – აცხადებს მეუფე იაკობი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

სომხეთში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...