spot_img
მთავარისხვადასხვაგურამ მაჭარაშვილი: "ერთი და იგივე პოლიტიკური ბლოკის მიერ...

გურამ მაჭარაშვილი: “ერთი და იგივე პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ”

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, სალომე სამადაშვილის, პაატა მანჯგალაძის საკანონმდებლო ინიციატივით შემოთავაზებული ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პარლამენტის წევრებმა ფრაქციის შექმნისათვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნან პოლიტიკური ჯგუფები. შესაბამისად, ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრებს ექნებათ შესაძლებლობა კვლავ გაერთიანდნენ და შექმნან შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფები. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, პაატა მანჯგალაძის თქმით, „ამ ცვლილებით გვინდა გათანაბრდეს ერთი ბლოკიდან შემოსული ადამიანების შესაძლებლობა და რეგლამენტის გათვალისწინებით სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა, რაც ნამდვილად დაგვაკლდა მინისტრის საათის დროს“.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტა, რომ დღეს არსებული რეგლამენტის მიხედვით, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს, რომელთაც არ აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ ორი ან მეტი პარლამენტის წევრისგან შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, მაგრამ ეს დაშვება არ იყო ერთი და იგივე პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებზე, „ჩვენ მომხრე ვართ ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის გაძლიერების, მათი საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერების, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და რომელსაც სამწუხაროდ არ იყენებენ ხოლმე. კარგია თუ გამოიყენებენ ამ პლატფორმას, ტრიბუნას და ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ მეცხრე მოწვევის პარლამენტში ჩავდეთ რეგლამენტში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტში ქვეკომიტეტების შექმნასთან დაკავშირებით. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში 16 კომიტეტია, რომელთა მუშაობაც ეფექტურია, მათ შორის ღიაობისა და საჯაროობის, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით. ყველა პლატფორმა და შესაძლებლობა არსებობს, რომ ამ დარგობრივი კომიტეტების მეშვეობით, პარლამენტმა ეფექტურად იმუშაოს, შესაბამისად ამ ეტაპზე ქვეკომიტეტების შექმნის საჭიროება არ არსებობს. ამდენად, კომიტეტის დასკვნით მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული ქვეკომიტეტების შექმნა.

კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მიხეილ სარჯველაძის და პარლამენტის სხვა წევრების საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და პარლამენტის კანონშემოქმედებით თუ საზედამხედველო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...