spot_img
მთავარისხვადასხვათბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ ნაძვის ხესთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

მინდა, პირველ რიგში, მადლობა გითხრათ დღეს აქ შეკრებისთვის, იმისთვის, რომ მობრძანდით შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება. ყველაფერი ცუდი და რთული, რაც იყო 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და დიდი სიყვარულით შევხვდეთ 2022 წელს.

ეს წელი იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის წელი. ჩვენ ამას ყველა ერთად მოვახერხებთ. ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია. ამიტომ, მინდა, ყველას გთხოვოთ, მეტი სიყვარული და მეტი პატივისცემა.

რაც დღეს ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს, არის გაუცხოება, ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთიანი შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ისე, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარდგა ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“.
24 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...