spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე, როგორც მოქალაქეს ელჩის მიმართ სულ მქონდა პრეტენზიები,...

“მე, როგორც მოქალაქეს ელჩის მიმართ სულ მქონდა პრეტენზიები, მაგრამ გერმანია ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი ქვეყანაა“ – გიგი უგულავა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ შეფასება გააკეთა გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის კომენტარსა და გავლენიან გერმანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ მასალაზე, სადაც საუბარია ელჩისა და მისი მეუღლის საქმიანობაზე საქართველოში. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, აღნიშნული ფაქტი საგანგაშოა, მოქალაქეობრივი პრეტენზია გააჩნია ელჩის მიმართ, თუმცაღა მიაჩნია, რომ გერმანია არის საქართველოს საუკეთესო პარტნიორი ქვეყანა:

,,ვფიქრობ, რომ ალბათ ამ ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვება თვითონ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოძიება და გამოხმაურება. ფაქტი არის, რომ კონტექსტის გათვალისწინებით ეს ინტერესთა კონფლიქტია. საგანგაშოა ეს! მე, როგორც მოქალაქეს ელჩის მიმართ, სულ მქონდა პრეტენზიები, მაგრამ გერმანია ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი ქვეყანაა.

ბუნებრივია, ეს პრეტენზიები ხშირად ხმამაღლაც არ ითქმებოდა, მაგრამ ფაქტი არის, რომ იგივე ევროპარლამენტარების კომენტარებია იქ მოყვანილი, რომელიც ამ ფაქტს საგანგაშოდ მიიჩნევს, არის ბევრი სხვა საგანგაშო მომენტი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ინფორმაციისთვის, აქვე გთავაზობთ გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განმარტებებს, რომელიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:

,,ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...