spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინათია მეზვრიშვილი: ოცნება რეალურად ნაცმოძრაობის დღის წესრიგით აცხოვრებს...

ნათია მეზვრიშვილი: ოცნება რეალურად ნაცმოძრაობის დღის წესრიგით აცხოვრებს დღეს საზოგადოებას

ოცნება რეალურად ნაცმოძრაობის დღის წესრიგით აცხოვრებს დღეს საზოგადოებას”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა:

ნაცვლად იმისა, რომ ვაგვარებდეთ მოქალაქეების კონრეტულ პრობლემებს, ყოველდღიურად დღის წესრიგში არის ოცნების და ნაცმოძრაობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. წარსულის ორი პოლიტიკური პარტია ერთმანეთს უდგას ჯიბრში.

რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში, ამას ვერ გვეტყვის სახალხო დამცველი. ეს გვითხრეს ექიმებმა, პროფესიონალებმა. ხელისუფლებამ ექიმების ამ დასკვნაზე დაყრდნობით ან უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილი ან გამოვიდეს და არგუმენტირებულად, კვალიფიციური ექსპერტების დასკვნაზე დაყრდნობით თქვას, რომ ეს არ არის სწორი. მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზეა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ნაცვლად იმისა, რომ ოცნებას სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების სათანადოდ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით აღსრულება მოეხდინა, ანუ ის, რაც საზოგადოების მოთხოვნა იყო, პირადი პოლიტიკური შურისძიებით გადადგა ნაბიჯები, რამაც გააჩინა კითხვის ნიშნები. პოლიტიკური შურისძიებით დაბრმავებული ოცნება გზადაგზა არღვევს კანონს.

ხვალ რომც აღასრულოს მართლმსაჯულება ოცნებამ, ამ საქმეს მუდმივად გაჰყვება კითხვის ნიშნები, რაც ოცნებამ თავად გამოიწვია და მაინტერესებს რის თქმას აპირებს ხელისუფლება დაზარალებულებისთვის, მათ შორის ამ საქმეების დაზარალებულებისთვის.
მეორე მხრივ, იმ ადამიანებშიც კი, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კონკრეტული დანაშაულების შედეგად იყვნენ დაზარალებულები, ოცნების ნაბიჯებმა, მათ შორის კადრების გამოქვეყნებამ, გამოიწვია აღშფოთება. ანუ ოცნება სააკაშვილს ათეთრებს.

ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის და პატიმრის, სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელია ოცნება,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...