spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ რეჟიმი გონს არ მოეგო და ელემენტარული ადამიანობა...

“თუ რეჟიმი გონს არ მოეგო და ელემენტარული ადამიანობა არ გამოავლინა კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მივმართავთ!” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ, გამართულ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა იმის ტაობაზე, რომ 15 ნოემბერს მოეწყობა მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე:

ხვალ 15 ნოემბერს 14:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით მეტრო ავლაბართან, რის შემდეგ მოეწყობა მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე
მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!

ეს გაფრთხილება იქნება – თუ რეჟიმი გონს არ მოეგო და ელემენტარული ადამიანობა არ გამოავლინა კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მივმართავთ!

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ არის სამოქალაქო საავადმყოფოში – ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, გარდა რეჟიმისგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობით შურისძიებისა.

ჩვენ უკვე ვთქვით და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არ გავმართავთ არცერთ აქციას კლინიკასთან თუ იქ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ!

მეტიც – ვთავაზობ შესაბამის უწყებას ჩამოაყალიბოს ჯგუფი – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, პირადი ექიმის, ოჯახის წევრის, ჩვენი პარტიის და სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენლის მონაწილეობით.

ამ ჯგუფში შეგვიძლია გავწეროთ გადაყვანის მთელი პროცედურა. იმისათვის რო ყველაფერმა მშვიდად და ექსესების გარეშე ჩაიაროს!

მოკლედ, თუ გვინდა არ გადაიჩეხოს ქვეყანა უფსკრულში, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ დიდი უბედურება და შემდგომი მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა – გამოდით პროტესტზე!” – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პროპაგანდამ არ გაჭრა და ამხელა ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ – ბავშვებმა გაიმარჯვეს!” – მარიკა არევაძე

უფლებადამცველი, ქალთა მოძრაობა პროტესტSHE-ს დამფუძნებელი, მარიკა არევაძე დიუშენის სინდრომით...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...