spot_img
მთავარისხვადასხვა"ეს კადრები, რომლებიც გამოქვეყნდა, ჩვენ უნდა ვაცნობირებდეთ, რომ...

“ეს კადრები, რომლებიც გამოქვეყნდა, ჩვენ უნდა ვაცნობირებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებზე, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში. მისი თქმით, ეს ვიდეომასალა მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს. ნიკა გვარამია მეტაფორულად აიგივებს ექსპრეზიდენტს დაჭრილ არწივთან და ხელისუფლებას მიმართავს, რომ ქართველები ბავშვობიდან არიან არწივის მხარეს:

,,ჩვენ, რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმისა, რასაც ვამტკიცებდით. თუმცა, ეს კადრები არ არის უწყვეტი. მთავარი ძალადობის ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით: ,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“. ეს პარადიგმა მარტო ჩემ თავში კი არ გაცოცხლდა, ვაჟას უკვდავი სიტყვები, არამედ ყველა ქართველში, მათ შორის, თქვენს მომხრეებშიც – ,,ქართულო ოცნებას“ მივმართავ. ეს პარადიგმა ძალიან მძლავრია. ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას, ყოველთვის არწივის მხარეს ვართ, ყველანი – განურჩევლად. არწივი არის მიხეილ სააკაშვილი!

მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა. ეს კადრები, რომლებიც გამოქვეყნდა, ჩვენ უნდა ვაცნობირებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს.

აგიხსნით მარტივად – რატომ!
– იმიტომ, რომ როგორც კი ვიწყებთ ჩვენ საუბარს სიტუაციის სტაბილიზაციაზე და მისი გადარჩენის გზებზე, იწყება დეზინფორმაცია, რომ ის ჭამს, მერე აქვეყნებენ კადრებს, სადაც თითქოს ფაფას კი არა მწვადებს ჭამს… რა თქმა უნდა, უკურეაქცია აქვს ყოველთვის ამაზე მძევალს, მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა.

ახლა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ სტრასბურგის, საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების შემდეგ, ჩვენ უკვე ვიხილავთ ვარიანტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ღირსეულად, პირველ რიგში – ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამიტომაც არის ეს კადრები გამოქვენებული. სხვა ახსნა არ აქვს იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის არის უმძიმესად წამგებიანი კადრები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...