spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ წახვიდეთ ამ აქციაზე - არც 50, არც...

“არ წახვიდეთ ამ აქციაზე – არც 50, არც 70, არც 100 ლარის გამო!” – ირაკლი გოგუაძე “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით

პოლიტიკური პლატფორმა ,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი გოგუაძე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციასთან გაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ასევე, ხდება პროფესორების და სტუდენტების მობილიზება. ახალგაზრდა ოპოზიციონერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თანხის გამო ნუ გავლენ აქციაზე:

,,როგორც გავიგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროფესორებისა და სტუდენტების მობილიზება ხდება 27 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქციისთვის.

სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდა რუსთავის ციხესთან წარმოდგენილი კრიმინალების შემდეგ ბატონი დავით გურგენიძე, 4-ჯერ ნასამართლევი რექტორი (იარაღის შეძენა-შენახვის, თაღლითობის და არასწრულწლოვნების გატაცების მცდელობით) არ ჩამორჩებოდა და თავის თანამშრომლებსაც აქციის აქტივად გამოიყვანდა.

სწორედ ამიტომ ვიბრძოდი თავგამოდებით და ვიბრძვი ახლაც გურგენიძის იქიდან გამოყვანისთვის!ახლა კარგად მესმის ,,ქართული ოცნება” რატომ ჭიმავს კანონპროექტის განხილვას, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში განზრახ მძიმე და მძიმე მუხლებით ნასამართლევი პირის რექტორობას კრძალავს.

გურგენიძე თავის CV-ში კობახიძის ხელის ბიჭობის ჩაწერასაც აპირებს იმ ნასამართლეობებთან ერთად. გული მწყდება, რომ ჩემს სამშობლოში ყველგან, განსაკუთრებით განათლების სფეროში – ეს ხდება. რექტორიც კი რეციდივისტი გვაყვს სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნივერსიტეტში!

ამიტომ ,,ქართულო ოცნებავ” ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენ წინააღმდეგ ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ! ბატონო დავით, იცოდეთ, რომ არ მავიწყდებით და ყველგან ყველაფერს გავაკეთებ თქვენი სკამიდან აყენებისთვის! პირობას გაძლევ, მეორე ვადით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვეღარ მოაჯდები!

მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს არ წახვიდეთ ამ აქციაზე – არც 50, არც70, არც100 ლარის გამო! ნუ გაყიდით ქვეყანას ამ სამარცხვინოების გამო!”, – განაცხადა ირაკლი გოგუაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...