spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ციხის საავადმყოფოში პრეზიდენტი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და...

“ციხის საავადმყოფოში პრეზიდენტი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას” – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით:

უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთს შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა.

2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმების შემადგენლობით, კომისიამ დაასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას. იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო.

დღეს სამთავრობო ტრიბუნიდან, საქართველოს ხელისუფლების სახელით გამოსულმა, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების სხვადასხვა წევრები, პრემიერმინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.

მოგმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს.

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეებს:
ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში. ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება მისი მკვლელობის ტოლფასია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ, ისე ისტორიულ ჭრილში.

კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან:
უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი!

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...