spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის...

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე. მისი განცხადებათ, ციხის მე-18 დაწესებულება ვერ პასუხობს სათანადოდ იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩაწერილია კონსილიუმის დასკვნა. ამიტომ მოითხოვს, რომ მე-3 პრეზიდენტის გადაყვანა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში:

,,ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ c კატეგორიის შერეულ მულტიფუნქციურ კლინიკას. აქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგ. ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში MRI ე.წ. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და ასევე, დოპლერი, რაც პირდაპირ არის ჩაწერილი კონსილიუმის დასკვნაში.

ამას გარდა, არსებობს ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს. ეს არის გულის გაჩერების რისკი. შესაბამისად, ამ კლინიკაში, ციხის საავადმყოფოში ე.წ.-ში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მე-2 დონე. აღნიშნული ამ კლინიკაში არის შეუძლებელი. ეს შეიძლება გააკეთოს მოწვეულმა სპეციალისტმა, მაგრამ მოწვეული სპეციალისტის მეშვეობით ვერ იქნება დამაგრებული შედეგი. იმიტომ, რომ ის იქ უნდა იმყოფებოდეს 24 საათის განმავლობაში.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...