spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ჩვენი საზოგადოება, მოქალაქეები გახლიჩოს...

“ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ჩვენი საზოგადოება, მოქალაქეები გახლიჩოს და ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში გვესმის და ვგრძნოთ ეს არის ზიზღი და დაპირისპირება – ელენე ხოშტარია

ორმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ,,დროამ“ და ,,ლელომ“ კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც ელენე ხოშტარია სიტყვით გამოსვლის დროს აცხადებს, ამ ეტაპზე მთავარი პასუხისმგებლობა არის იმის გაგება, რა გადაარჩენს ამ ქვეყანას და რა გააჩენს რწმენას:

,,დღეს, როდესაც ადამიანის ღირსება ჩვენ ქვეყანაში არის გათელილი, ჩვენი დასავლური არჩევანი არის სერიოზული საფრთხის ქვეშ, ინსტიტუტები პრაქტიკულად არ არსებობს, არის დაკარგული მომავლის რწმენა, რაც მთავარია, ,,ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ჩვენი საზოგადოება, მოქალაქეები გახლიჩოს და ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში გვესმის და ვგრძნოთ ეს არის ზიზღი და დაპირისპირება. ეს არის სრულიად დამანგრეველი და არ არსებობს მოგებული ზიზღსა და დაპირისპირებაში, როდესაც ეს დომინირებს ჩვენს საზოგადოებაში.

ამ მომენტში, ჩვენ – პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მოქალაქეებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ეს არ არის უბრალოდ ან ეკრანებთან პრანჭვა, ან არჩევნებში მონაწილეობის მიღება – ეს პასუხისმგებლობა არის კარგად დაფიქრება, თუ რა გადაარჩენს ამ ქვეყანას, რა გააჩენს რწმენას იმისა, რომ დიახ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ხალხი, რომელსაც გვაქვს უნარი, ავაშენოთ ერთიანი ეროვნული თანხმობით პროდასავლური ცივილიზებული მშვიდობიანი სახელმწიფო.

დღეს ეს გადის 2 რამეზე: ეს არის ერთობა და ეს არის კოალიციური მრავალფეროვნება! ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ 30 წლის განმავლობაში, რომ ერთპარტიული, ერთ ადამიანზე მორგებული სისტემა, კარგი მიზნებითაც მოსული კი ღუპავს და ძალიან ბევრ შეცდომას აშვებინებს ქვეყანას.

ამიტომ ჩვენ: ,,დროამ“, მე ძალიან მიხარია, რომ ,,ლელომ“ და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პროდასავლური პარტიები ამ არჩევანს ვაკეთებთ ერთობისთვის, ერთიანი ბრძოლისთვის და ამასთანავე მრავალფეროვნებისთვის და განსხვავებებისთვის’’, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...