spot_img
მთავარისხვადასხვა"დაიწყო, მე-5 ტალღის ყველა მონაცემი უკვე არის!" -...

“დაიწყო, მე-5 ტალღის ყველა მონაცემი უკვე არის!” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა კორონავირუსის პანდემიის ახალ ტალღასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ სიტუაცია უარესდება და მიზანშეწონილად მიაჩნია ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო:

,,დაიწყო, მე-5 ტალღის ყველა მონაცემი უკვე არის! უარესდება სიტუაცია. ეს დელტა შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა. ასეთი 2 თვიანი ციკლები ახასიათებს და საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო.

შემთხვევათა რაოდენობა, დღეს ორშაბათია და ამიტომ კვირას ცოტა ნაკლები იყო – 2400-ის ფარგლებში. იმიტომ, რომ მიმართვიანობა იკლებს და ტესტებიც ნაკლებია, მაგრამ ბოლო კვირაში მერყეობს უკვე 4000–5000-ის ფარგლებში.

იცით, რომ მე მომხრე ვარ სავალდებულო ვაქცინაციის. ეს არის პირადად ჩემი მოსაზრება, მისი შემოღების. პირველ რიგში, უნდა ვუჩვენოთ მაგალითი ჩვენ, ანუ სამედიცინო პერსონალმა და მასწავლებლებმა. იმიტომ, რომ სწავლა მთავარია! თუ ვიქნებით ყველა აცრილი, მაშინ დასწრებული სასწავლო პროცესი არ შეჩერდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...