spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ინიციატივა 3+3 არის გეოპოლიტიკური პროექტი რუსეთის ინტერესების განსამტკიცებლად...

“ინიციატივა 3+3 არის გეოპოლიტიკური პროექტი რუსეთის ინტერესების განსამტკიცებლად რეგიონში” – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ,,ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი კომენტარს აკეთებს 3+3 ინციატივაზე და აღნიშნავს, რომ თუ დღის წესრიგში დგას NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება, სრულიად გაუგებარია რა ფორმით უნდა იყოს თანამშრომლობა ამ გეოპოლიტიკურ პროექტზე, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს:

,,ინიციატივა 3+3, ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი რუსეთის ინტერესების განსამტკიცებლად რეგიონში. პირდაპირ არის მიმართული შესაბამისად დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მათ შორის, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში – კავკასიაში, ასევე ირანში და შესაბამისად, თურქეთშიც.

ამიტომ საქართველო, რომელიც აცხადებს, რომ მისი სახელმწიფოს დღის წესრიგი არის NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება, რა ფორმით და რატომ აპირებს ითანამშრომლოს გეოპოლიტიკურ პროექტთან, რომელიც არის პირდაპირ მიმართული დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ რეგიონში – არის გაუგებარი!

მე მიმაჩნია, რომ დავით ზალკალიანი უნდა მოვიდეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში, უახლოეს მომავალში, სადაც ჩვენ გვექნება საფუძვლიანი, ასე ვთქვათ, დისკუსია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის: საზოგადოებრივი არხის გადაცემა “დღის თემა”-ში წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორია საქართველოს პოზიცია 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, გადაცემაში სტუმრად მყოფმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ძალიან გაჭირდება, ოკუპანტ ქვეყანასთან, თუმცა საქართველო ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს, რომ ქვეყანამ თავისი როლი და ფუნქცია არ დაკარგოს, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...