spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც შეეხება კომფორტს, ბოდიში ახლა, მე მგონი სააკაშვილი...

“რაც შეეხება კომფორტს, ბოდიში ახლა, მე მგონი სააკაშვილი განსხვავებას ნახავდა – რა ციხე დატოვა მან 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა” – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ დეტალებზე. მისი თქმით, განსაკუთრებული პირობები ექსპრეზიდენტისთვის ციხეში ვერ და არ შეიქმნება, ხოლო მილიონი ადამიანიც რომ გამოვიდეს საპროტესტო აქციაზე მმართველი ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიიჩნევენ, რომ მე-3 პრეზიდენტი დაკავებულია არგუმენტირებულად:

,,სააკაშვილი დაკავებულია კონკრეტული საქმეების გამო და ზის ციხეში.

ახლა რაც შეეხება შიმშილობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მისი უფლებაა – უნდა იშიმშილოს, პროტესტის სხვა ფორმებით გამოხატოს, უბრალოდ არგუმენტირებული უნდა იყოს.

რაც შეეხება კომფორტს, ბოდიში ახლა, პირიქით, მე მგონი განსხვავებას ნახავდა – რა ციხე დატოვა მან 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა!

რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. – რომ იცოდეთ, ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუა ნათესავებმა მიუტანონ – ესე ხდება!

ხოლო მობილური შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდა, როგორც დანარჩენ პატიმრებს. არაფერი განსაკუთრებული, მისთვის სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება!

რაც შეეხება საპროტესტი აქციას, არ აქვს მნიშვნელობა! სულ რომ გავიდეს მთელი მილიონი ადამიანი, მას დანაშაული აქვს ჩადენილი, დაჭერილია შესაბამისად არგუმენტირებულად“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

“ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...