spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილის წერილობითი მიმართვა არის იმ ამორალურობის და ინტელექტუალური...

“ღარიბაშვილის წერილობითი მიმართვა არის იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის მაგალითი, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერ-მინისტრად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახური, მთელი ,,ქართული ოცნება“ და ხელისუფლება” – ხატია დეკანოიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ წერილობით მიმართვაზე. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილობითი მიმართვა სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის გამოხატულებაა:

,,ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი, მაგრამ მე ვფიქრობ გამორჩეული, იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერ-მინისტრად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახური, მთელი ,,ქართული ოცნება“ და ხელისუფლება.

სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება – ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მიმართვა, სიმდაბლე, არაადამიანურობა – შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი.

ამ მიმართვით, მე ვფიქრობ, ყველამ საბოლოოდ გაიგო, უფრო სწორად, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართმსაჯულება და სამართალი კი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას და დიახ, ზოგადად, სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი მის უფროსთან ერთად – ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი ტყვე – წარმოადგენს მათთვის ძალიან მნიშვნელოვან შიშის ობიექტს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიშა საპყრობილეში მათთვის არის გამოუვალი მდგომარეობა და არა მიშასთვის. ის ჟინი დაუოკებელი ბრძოლის, ქვეყნის გადასარჩენად, არის ზუსტად ის შიში, რომლითაც შეპყრობილია ეს პატარა დიქტატორი და მისი ყველა მსახური.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ იგი არის მხნედ, კარგად. მისი აქ ჩამოსვლა იყო ზუსტად ის, რომ მისთვის და ჩვენთვის საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს მიმართვა, რომელიც მართლაც გამორჩეულია იმ სიმდაბლით, რომელიც ახლა ახასიათებს ,,ქართულ ოცნებას“, ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილის პირად მსახურებს – ზუსტად მიუთითებს იმას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარი ობიექტია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ჩასარეცხად გამზადებული კობახიძე თავისი მოკლე ჭკუით, ალიბს იქმნის მოხსნის წინ…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური...

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...