spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: დემოკრატია, სადაც ოპოზიციას არ სურს იყოს...

არჩილ თალაკვაძე: დემოკრატია, სადაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, არ არსებობს

დემოკრატია, სადაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, არ არსებობს. ერთადერთი პროგრამა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკს ქონდა, იყო როგორმე „ქართლი ოცნება“ 43 პროცენტზე ქვევით ჩამოეყვანა. ვერ შეძელით ესეც, ვერ შეძელით იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ამ რადიკალურ ბანაკში და ძალიან კარგად იცის ვინ არის მათი რეალური ლიდერი“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ოპოზიციას მიუთითებს, რომ ბოიკოტის და საბოტაჟის რეჟიმიდან სამუშაო პროცესზე უნდა გადავიდნენ.

„ქართული ოცნება“ არის მომავალზე ორიენტირებული პარტია, სწორედ ამიტომ გვქონდა ჩვენ განახლებული და მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და გვყავდა განახლებული გუნდი. თუ თქვენ დამარცხდით ამ არჩვენებში, დამარცხდით იმიტომ, რომ თქვენი დაპირებები არ მოუსმენია ხალხს. დღეს, როდესაც საეთაშორისო პარტნიორების განცხადებები გვესმის, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს რეფორმებზე მუშაობის პროცესში, ეს გახლავთ პირდაპირი სიგნალი თქვენი მისამართით, რომ გადახვიდეთ სამუშაო პროცესში, სამუშაო რეჟიმში, არა საბოტაჟის, არა ბოიკოტის, არამედ სამუშაო რეჟიმში.

დღეს ჩვენი ამოცანა არის ის, რომ შემდეგი წლები დავუთმოთ რეფორმებს, რაზეც ჩვენი პარტნიორებიც საუბრობენ ამ დღეებში, და ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, შემდეგ სამ წელიწადში ძირითად ენერგიას, ძირითად ყურადღებას სწორედ იმ საკითხების გადაჭრას დავუთმობთ, რომელიც თითოეულ ოჯახს და ადამიანს აწუხებს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...