spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე" -...

“ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე” – „ქართული ოცნების“ განცხადება

პარტია “ქართული ოცნება” მედიაში გასულ ერთ-ერთ რეპორტაჟთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო ისრაელელი კონსულტანტების მიერ მომზადებულ პიარ-სტრატეგიაზე აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და სიცრუე:

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც განხილულ იქნა თითქოსდა ისრაელელი კონსულტანტების მიერ მომზადებული პიარ-სტრატეგია.

გადაცემის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო.

საზოგადოებას ხაზგასმით გვინდა განვუცხადოთ, რომ პარტიული ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები არის ე.წ. „ფეიკი“ და ამგვარი სლაიდები „ქართულ ოცნებაში“ არც უცხოელი და არც ქართველი პიარ-კონსულტანტების მიერ არასოდეს მომზადებულა.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“, მისი სატელიტებისა და პარტიული ტელევიზიების ე.წ. სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, ამის შესახებ გზავნილების გაჟღერებას არავითარი პიარ-სტრატეგია არ ჭირდება.

ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, დეზინფორმაციის, სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება კი, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების ხელწერაა.

მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და მოემზადონ გარდაუვალი მარცხისთვის – ისევე, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, 2 ოქტომბერსაც სიცრუეზე სიმართლე გაიმარჯვებს!” – ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

ინფორმაციას ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

ბათუმის შემდეგ “ზაფხულის ფესტივალს” ქობულეთი უმასპინძლებს

24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და...