spot_img
მთავარისხვადასხვა"ვისაუბრეთ იმ აგრესიულ გარემოზე და ძალადობრივ კონკრეტულ მოქმედებებზე,...

“ვისაუბრეთ იმ აგრესიულ გარემოზე და ძალადობრივ კონკრეტულ მოქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან” – თამარ კეკენაძე ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრაზე

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოლიტიკური პლატფორმის მერობის კანდიდატის თქმით შეხვედრაზე განიხილებოდა არსებული დამძიმებული წინა საარჩევნო გარემო, ასევე ისაუბრეს კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან “მესამე ძალის” პოლიტიკურ პლატფორმაზე ხორციელდება. თამარ კეკენაძის შეფასებით, ევროპულ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბოლომდე მიადევნებს თვალს, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილს, ასევე არჩევნების დღეს თუ როგორ გაართმევს თავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესს:

პოლიტიკური პლატფორმამესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ შევხვდით ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ეს ორგანიზაცია აერთიანებს ყველა იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპის მასშტაბით ოპერირებენ.

ვისაუბრეთ პირველ რიგში იმ აგრესიულ გარემოზე და ძალადობრივ კონკრეტულ მოქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. მათ აგრეთვე გავაცანით ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება ჩვენი პლატფორმის წარმომადგენლებზე, როგორც კომისიების დონეზე ასევე ჩვენს კანდიდატებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამტრედიაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ჩვენი კანდიდატი უკანონოდ გაიტაცეს და ზეწოლის ქვეშ აიძულებდნენ დაეტოვებინა კამპანია.

რა თქმა უნდა აღნიშნულთან ერთად ასევე განვიხილეთ მედია პოლარიზება და ზოგადად ის ძალლიან მძიმე წინასაარჩევნო მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია. მათი მხრიდან არის გამოთქმული სურვილი, რომ ბოლომდე მიადევნებენ თვალყურს, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილს, ასევე არჩევნების დღეს თუ როგორ გაართმევს თავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...