spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ გესმით მაინც, ეს რას ნიშნავს?! გესმით, რა...

“თქვენ გესმით მაინც, ეს რას ნიშნავს?! გესმით, რა მოცულობის ინფორმაციას ფლობენ საქართველოს მოქალაქეებზე?!” – ბონდო მძინარაშვილი

ფარული ჩანაწერების სკანდალთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებს ეხმიანება და საკმაოდ მძიმე შეფასებებს აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი:

მორჩით ახლა ამ მიეთ-მოეთს!
სირცხვილია მართლა და მართლა!

ამ ფარულ მიყურადება-მოსმენა-თვალთვალზე პასუხისმგებელია ყველა პრემიერ-მინისტრი და სუსის მთელი ხელმძღვანელობა, ვინც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყო და არის!
როგორ შეიძლება პასუხისმგებლობას გაექცეს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური – სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე?!

როგორ შეიძლება პასუხისმგებლობას გაექცეს შინაგან საქმეთა მინისტრი – სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი?!

რა ხდება, ხალხო, თქვენ აგეჭრათ თავში ტვინი თუ ჩვენ გგონივართ ისეთი დაბალი განვითარების, რომ ეს აბდაუბდა უნდა გვაკადროთ?!

ამ ყველაფერს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები კი არა, მთელი მსოფლიო ისმენს! რას აკეთებთ?!

აიღეთ პასუხისმგებლობა ყველამ და დანარჩენი საგამოძიებო ორგანოებმა გაარკვიონ!

ეს არ არის ერთი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგის თემა, გნებავთ, მმართველი პარტია იყოს და, გნებავთ, ოპოზიციური!
ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია!
ეს ჩანაწერები მხოლოდ ქართულ მედიას კი არა, საქართველოთი დაინტერესებული ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს აქვს!

თქვენ გესმით მაინც, ეს რას ნიშნავს?! გესმით, რა მოცულობის ინფორმაციას ფლობენ საქართველოს მოქალაქეებზე?!
ვისთვის ინახავდით ამ ჩანაწერებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად უკანონოდ არის მოპოვებული?!

თქვენ, ვინც ხელისუფლებაში იყავით და ვინც ხელისუფლებაში ხართ, დიახ თქვენ, სწორედ თქვენ უნდა დაგეცვათ და თქვენ უნდა გვიცავდეთ საქართველოს მოქალაქეებს, თუკი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ჩვენი პირადი სივრცის დარღვევას, ჩვენს მოსმენას და თვალთვალს გადაწყვეტენ და ახლა რა მოხდა, გააზრებული გაქვთ?!

გაიაზრეთ და შეწყვიტეთ ურთიერთბრალდებებით ხმალაობა, ნუ ჩეხავთ საქართველოს სახელმწიფოს!

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები ორ ხმაში რომ იმეორებენ, სისტემა უნდა დაინგრესო, სისტემა როგორ დაინგრევა, – ძილში გაიპარება?!

იმათ შექმნეს და ესენი იყენებენ, ვინ არის ამ სისტემის დამნგრევი?!
როცა ამ სისტემას ქმნიდნენ და თვითონაც ამ სისტემის ნაწილი იყვნენ, რომ გეკითხათ, რას აკეთებთო, გიპასუხებენ, – ვმუშაობთო!

აბა, იმას კი არ იტყოდნენ, სისტემას ვანგრევთო!
თვითონ რომ აღარ არიან ამ სისტემაში, ახლა ალაპარაკდნენ სისტემის დანგრევის აუცილებლობაზე!

დაგენგრიათ მერე, იქ არ იყავით?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...