spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ კონკრეტულად ვთავაზობთ გამოსავლის...

“ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ კონკრეტულად ვთავაზობთ გამოსავლის გეგმას!” – გიორგი ვაშაძე

,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა. პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი გუნდის პროგრამები არის ამბიციური და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,თუ არა გაქვს ამბიცია მოახდინო გარღვევა, მუდმივად იქნები მაჩანჩალა!“:

,,დღეს ძალიან მნიშნელოვანი დღე გვაქვს – წარვადგენთ ჩვენს გეგმას და პროგრამას.

პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში ყველაზე ცოტა არის საუბარი იმაზე – ვინ რის გაკეთებას აპირებს!

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ კონკრეტულად იმაზე საუბარი, თუ ვინ რის გაკეთებას აპირებს, ვის რა გეგმა აქვს, აქვს თუ არა კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, პროექტები იმისათვის, რომ ის უამრავი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს – მოაგვაროს, სამწუხაროდ, ეს არ ჩანს.

,,მესამე ძალის“ და ჩვენი გუნდის მთავარი განმასხვავებელი სწორედ ამაშია. ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ კონკრეტულად ვთავაზობთ გამოსავლის გეგმას! ჩვენ არა უბრალოდ ვამბობთ, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, არამედ ვამბობთ რისთვის არის ხელისუფლება შესაცვლელი, რის გაკეთებას ვაპირებთ საქართველოს ქალაქებსა თუ რაიონებში.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ეკონომიკის განვითარება, ქალაქების, რაიონების და სოფლების ეკონომიკის განვითარება, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ შემოსავალი ოჯახებში და რაც მთავარია, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

ჩვენი პროგრამები, დიახაც, არის ამბიციური! – არ არის სტანდარტული პროგრამები, მაგრამ შენ თუ არა გაქვს ამბიცია მოახდინო გარღვევა, მუდმივად იქნები მაჩანჩალა. აი, ეს არის რეალობა! ეს არის ჩვენი გასხვავებული ხელწერა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...