spot_img
მთავარიარჩევნებიცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა

ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა

საარჩევნო ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დაინერგა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს ახორციელებს და ამზადებს ანალიზს თუ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ; კერძოდ, ცენტრის მიზანია, გამოავლინოს არასწორი ან ცრუ ინფორმაცია, უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სიახლეების სისწორე და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს მცდარი სიახლეების გავრცელება. საქართველოს ცესკო პირველია საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის, რომელმაც ასეთი ინოვაციური პროექტი განახორციელა.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა დღეს ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა პირადად დაათვალიერეს უშუალოდ ინფორმაციის დაცულობის ცენტრი:

გასულ წელს, ისევე როგორც ამ არჩევნებზე გამოვლინდა დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები. ეს არის ის საკითხი, რასაც ამომრჩეველი საერთო ჯამში მიჰყავს არასწორ აღქმებამდე და ამომრჩეველს უჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე საარჩევნო პროცესის მიმართ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ის ინფორმაცია და რეალობა, რომელიც საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს მთავარ პარტნიორთან, IFES-თან ერთად, რომელიც ამ პროექტს USAID-თან ერთად ახორციელებს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავამუშაოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ზუსტად მოახდენს ერთი მხრივ ამ ინფორმაციის დაცვას და მეორე მხრივ მომავალში დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას.

საუბარია ფაქტების კონსტატაციაზე, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაზე. ჩვენ დავამონიტორინგებთ ყველა იმ ძირითად საშუალებას, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. მოვახდენთ არასწორ ინფორმაციასთან მიმართებაში სწორი ფაქტების მიწოდებას საზოგადოებისთვის. შემდეგ უკვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა იქნება მისთვის სარწმუნო და მისაღები. მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავიცვათ სწორი ინფორმაცია და არ მოხდეს საარჩევნო პროცესის და ინსტიტუციის დაზიანება,“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ.

ცენტრმა მუშაობა 16 აგვისტოდან დაიწყო და მისი მონიტორების მიერ დამუშავებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე პერიოდულად მომზადდება ანგარიშები, რომლის შესახებაც ეცნობება საზოგადოებას. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მომზადდება როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიშიც.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიხსნა. ეს უკვე მეორე არჩევნებია, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე თანამშრომლობს. ინფორმაციის დაცულობის ცენტრი პილოტის რეჟიმში ცესკოში, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზეც მოქმედებდა.

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...