spot_img
მთავარირეგიონის ამბებიჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონით სარგებლობა მოგზაურებს მალე შეეძლებათ

ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონით სარგებლობა მოგზაურებს მალე შეეძლებათ

ჯვარიმინდროზე საპიკნიკე ზონის მოწყობა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურას აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე აკეთებს. ჯვარიმინდორზე მიმდინარე სამუშაოებს სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე გაეცნო. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ადგილზე დამონტაჟებულია საქანელები, ფანჩატური და საცეცხლური. საპიკნიკე ზონით სარგებლობა მოგზაურებს სექტემბრის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ.

ჯვარიმინდორის იალაღებზე, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს, საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრების მოწყობა იგეგმება. საკემპინგზე ზონა უკვე შერჩეულია, სამშენებლო სამუშაოები კი სექტემბრიდან დაიწყება. პროექტის მიხედვით, ტურისტულ თავშესაფრებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდების, ხის სკამების, კედელზე მიმაგრებული კარადების, ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება. ღია სივრცეში კი საშხაპეები და საპირფარეშოები გაკეთდება.

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...