spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიმაჭავარიანის ქუჩა 26 აგვისტოდან ორმხრივად გაიხსნება

მაჭავარიანის ქუჩა 26 აგვისტოდან ორმხრივად გაიხსნება

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი სრულდება. უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. 26 აგვისტოს საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოები, მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც დაათვალიერა. მისი თქმით, აღნიშნულ არეალში გადაადგილება სრულებით უსაფრთხოა.

მეწყერული პროცესის გააქტიურებისთანავე შევქმენით კომისია, რომელიც დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტდა. დღეს გვქონდა კომისიის გასვლითი შეხვედრა ადგილზე და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გზა გადაადგილებისთვის უსაფრთხოა. ყველანაირი გაზომვებით და მონაცემებით, სტაბილური მდგომარეობაა და მეწყერის ტანი აღარ გადაადგილდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...