spot_img
მთავარისხვადასხვაცესკოს მიერ შერჩეულ კომისიის წევრთა მიმართ, 2020 წლის...

ცესკოს მიერ შერჩეულ კომისიის წევრთა მიმართ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვის ნიშნები – სამოქალაქო პლატფორმა 20/20

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შესახებ არაგეგმური ანგარიში მოამზადა.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიების დროებთი წევრების შერჩევისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასათანადო ყურადღება დაუთმო კანდიდატთა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის შესწავლას. მათ შორის შერჩეული იქნა ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების შემომწირველები და ასევე, შეირჩა წევრები, რომელთა მიმართაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვის ნიშნები.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 219 ვაკანტურ ადგილზე კენჭისყრის პირველ ეტაპზე, სადაც აუცილებელი იყო მინიმუმ 12 კომისიის წევრის მხარდაჭერა, აირჩია 98 საოლქო კომისიის წევრი. აქედან, მინიმალური, 12 კომისიის წევრის მხარაჭერა მოიპოვა 73-მა კანდიდატმა (74%). საინტრესოა, რომ პირველ ეტაპზე არჩეულ კანდიდატებს ასევე 100%-ით მხარი დაუჭირეს პოლიტიკური გაერთიანება „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“ კომისიის წევრებმა, პროფესიული ნიშნის კომისიის წევრებთან და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიური საქართველოს“ წევრთან ერთად.

ზემოთ მოყვანილი მონაცემების ანალიზიდან ჩნდება ერთგვარი ტენდენცია, რომელიც ქმნის განცდას, რომ კომისიის უმეტესი წევრების მოქმედება გამოწვეული იყო წინასწარ შეთანმხებული მეთოდოლოგიიდან გამომდინარე.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გადახედოს მოსახლეობის ინფორმირების პრაქტიკაში მათ მიერ გამოყენებულ მეთოდებს, სამომავლოდ იზრუნოს არსებული მექანიზმის დახვეწაზე, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევისას გამორიცხოს ნეპოტიზმის შემთხვევები და ყურადღება გაამახვილოს კანდიდატების კვალიფიკაციასა და მიუკერძოებლობაზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...