spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ აქვს საქართველოში! - ირაკლი...

“ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ აქვს საქართველოში! – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების შეცდომებზე ისაუბრა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8 წლიანი პერიოდი, როცა საქართველოს არ ჰქონია ომი, ხოლო ის მმართველი, რომელიც ვერ შეძლებს ომის თავიდან აცილებას, არ არის ღირსი დაბრუნდეს პოლიტიკაში:

,,2008 წლის აგვისტოს ომის გამოუსწორებელი შედეგი, მართლაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. ომის არის ყველაზე დიდი საშინელება, მეგობრებო. ხელისუფლება, რომელიც ვერ ააცილებს საკუთარ ხალხს და ქვეყანას ომს – ის ხელისუფლება, ის პოლიტიკოსი, ის მმართველი არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დარჩენას და დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

ჩვენი გუნდი, ,,ქართული ოცნება არის“ ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო, კიდევ ვიმეორებ, ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ არ ჰქონია ომი.

ჩვენ ვართ მართლაც ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა. შეცდომები განა არ მოგვდის?! – მოგვდის შეცდომები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის შეცდომები!

,,ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს საქართველოში! ჩვენ შეგვიძლია მართვა, პასუხისმგებლობის აღება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ბედზე.
ჩვენ ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე. უნდა დავასტაბილუროთ ქვეყანა. მომდევნო 3 წელი უნდა იყოს განვითარების წლები.

ჩვენ ყველაფერი, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2024 წელს კიდევ უფრო ძლიერად უნდა შევხვდეთ საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...