spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინც ფიქრობთ, რომ არ უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე გაითვალისწინეთ,...

“ვინც ფიქრობთ, რომ არ უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ხმა არის გადამწყვეტი“ – თეონა ჭალიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ტვ “პირველის” ეთერი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნავს, რომ ,,რაც გვაქვს დღეს და რაც გაგაჩნიათ, ხალხო, ხვალ და ზეგ ამის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახართ, ხვალ და ზეგ შეიძლება ისიც ვეღარ შეძლოთ, რასაც დღეს ახერხებთ“:

,,რაც გვაქვს დღეს და რაც გაგაჩნიათ, ხალხო, ხვალ და ზეგ ამის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახართ, ხვალ და ზეგ შეიძლება ისიც ვეღარ შეძლოთ, რასაც დღეს ახერხებთ. მთავრობა იღებს ვალებს ჩვენს დაუკითხავად და მერე ჩვენს დაუკითხავად განკარგავს ამ ვალებს. შემდეგ ჩვენ, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს მოუწევთ ამ ვალების გადახდა მუდმივად.

გამოსავალი არის ერთი და მარტივი, აუცილებლად ქვეყანაში უნდა შეიცვალოს სიტუაცია, ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შესწევთ ძალა და უნარი იმისა, რომ ნორმალური საინვესტიციო გარემო შექმნან. ინვესტიციები მოიზიდონ კი არა, პრემიერ-მინისტრს იმის უნარი არ შესწევს, რომ ფორმალურად თავის მოსახლეობაში პროპაგანდა გასწიოს იმისა, რომ ვაქცინაცია გადაგვარჩენს და აცრები აუცილებელია.

მე ეჭვი მაქვს და მრჩება შთაბეჭდილება იმისა, რომ აწყობთ კიდევაც ჩვენს გარეშე და შიდა მტრებსაც ის, რომ ვაქცინაციის პროცესი ამ თვეების განმავლობაში იყო ჩავარდნილი. იმიტომ, რომ რაც მეტი ადამიანი გარდაიცვლება, რაც მეტი ადამიანი არ აიცრება – ეს გამოიწვევს უფრო მეტად ეკონომიკის ჩამოშლას, უმუშევრობას, მეტ სიღარიბეს და ა.შ.

ყველა, ვინც ფიქრობთ, რომ არ უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ხმა არის გადამწყვეტი და ამიტომ მოდით აუცილებლად არჩევნებზე“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...