ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისში "სტუდენტური ფესტივალი 2019" გაიხსნა

თბილისში “სტუდენტური ფესტივალი 2019” გაიხსნა

დედაქალაქში დღეს გაიხსნა და 16 მაისამდე გაგრძელდება ახალგაზრდული ღონისძიება “სტუდენტური ფესტივალი 2019”. მასში მონაწილეობას საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

როგორც კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს მომავალი თაობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შესაბამისად, მათში სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ყველას გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა. ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება, ყველა აგური, რომელიც იდება, მიმართულია იქეთ, რომ თქვენ, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვროთ უკეთეს საქართველოში, უკეთეს თბილისში. ამ ყველაფერში თქვენი თანამონაწილეობა, თქვენი ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მომავალ კვირას ვგეგმავ, ჩემს თანამშრომლებთან ერთად წარმოვადგინო, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში. მინდა, გისურვოთ წარმატებები და დარწმუნებული ვარ, ეს 10 დღე იქნება ძალიან საინტერესო” – განაცხადა კახა კალაძემ.

10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში ჩატარდება 20-მდე მასობრივი ღონისძიება: სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, ასევე, დახურვის ცერემონია.

ფესტივალი მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს. საკონკურსო ნაწილი ითვალისწინებს შეჯიბრებებს უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) და სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა).

ფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტუდენტურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, არასაკონკურსო ჩვენებების სახით განხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელშიც ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები 60-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე უცხოელი სტუდენტი, რაც ხელს შეუწყობს უცხოელი სტუდენტების კულტურული იდენტობის წარმოჩენას და გაცნობას ქართული აუდიტორიისთვის. არასაკონკურსო აქტივობები ასევე ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების ტრადიციების წარმოჩენას იქ მცხოვრები სტუდენტების მიერ.

არასაკონკურსო მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ეთნოკულინარიული გამოფენა; სპორტული ღონისძიებები (კრიკეტი, ბადმინტონი); მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალს ეყოლება გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდება.

ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.

ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ამ ხალხთან საერთო სამშობლო რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა?!🙃” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ...

“არ ხართ თქვენ ის ხალხი ღარიბაშვილს და ფარცხალაძეს რომ დაიჭერს…” – ლელა ჯეჯელავა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში სამართალდამცავების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას...

“ქვეყანა გადაიქცა ქოცბანდის სათარეშო პოლიგონად, სადაც ოლიგარქის ბანდა სრულ ბატონ-პატრონად გრძნობს თავს” – დავით...

უკრაინაში ნაბრძოლ ქართველ სამოქალაქო აქტივისტ, ნადიმ ხმალაძეზე განხორციელებულ თავდასხმას...