spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე,...

“ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, უკვე ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვით ეხმიანება “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შარლ მიშელით შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ იძლევა დაპირებას, რომ ოქტომბრის რეფერენდუმის წინ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში:

გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის რაც მან გუშინ გააკეთა არის უპრეცენდენტო საქართველოს უახლეს ისტორიაში და ერთადერთი პარალელი არის ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან 2013 წელს და რა მოჰყვა ამას უკრაინაში – იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს.

რა თქმა უნდა, ივანიშვილის გეგმები არის გასაგები – აგვისტოს ბოლოს აპირებს დახუროს ოპოზიციური მედია, სანამ მთელი მსოფლიო და ქართველების ნაწილი წასულია შვებულებებში, შემდეგ აპირებს, რომ კოვიდის საფარქვეშ შემოიღოს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი?!

იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის მიერ შეთანხმებით შემოთავაზებული რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 

ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა, მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება. ამიტომ ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, უკვე ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ.

ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია! ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების. მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებ, არასდროს არ გირალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს წელი არის გამარჯვების წელიწადი,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის”...

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: "ხელისუფლების...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...