ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
13.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ოპოზიციას არაფერი ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით - მათ...

“ოპოზიციას არაფერი ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით – მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის” – ირაკლი კობახიძე

ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით, მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნების გაყალბების ბრალდება ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის მრავალთვიანი საბოტაჟის საბაბი გახდა, რამაც არა მმართველი პარტია, არამედ ქვეყნის ინტერესები დააზიანა:

ნებისმიერი კრიზისი, მათ შორის, ხელოვნური კრიზისიც, ბუნებრივია, ასუსტებს ქვეყანას, ასუსტებს დემოკრატიულ სისტემას და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ის, თუ რამდენად ჰქონდა რაიმე, თუნდაც, მინიმალური საფუძველი იმ საბოტაჟს, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ბოლომდე ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

გახსოვთ, რომ როდესაც ოპოზიციამ საუბარი დაიწყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ წარვუდგინეთ 4 სხვადასხვა შეთავაზება.

პირველი – ეს იყო გადათვლა – ჩვენ შევთავაზეთ 200-ზე მეტი საარჩევნო უბნის გადათვლა ჯერ კიდევ ნოემბერში, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, რაც არასდროს არ მომხდარა საარჩევნო პროცესში;

მეორე – ჩვენ მათ შევთავაზეთ 3700-ივე უბნიდან ამოღებული ვიდეო-ჩანაწერების ნახვა. ამაზეც თქვეს უარი, როცა საუბარი იყო ე.წ. კარუსელზე, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ჩანაწერებით იმის გადამოწმება, თუ რამდენად ჰქონდა რეალურად ადგილი ასეთ სამართალდარღვევას.

მესამე – ჩვენ მათ შევთავაზეთ დებატები, სატელევიზიო დებატები, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული საარჩევნო პროცესთან. და მეოთხე – შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმ კომისიის შექმნა, რომელიც შემდეგ, რეალურად, შეიქმნა, თუმცა, ოთხივე შემოთავაზებაზე მივიღეთ საჯარო უარი.

როგორც დღეს ირკვევა, ამას ჰქონდა ძალიან მარტივი მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ რეალურად, მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ. კითხვებსაც კი ვერ სვამენ, ვერ ერთვებიან დებატებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, არჩევნები არ გაყალბებულა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ დასკვნამ, რომელიც წარმოადგინა დღეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს კომისია შეგვექმნა წლის დასაწყისშივე, თუმცა, ჩვენ გვქონდა ამაზე კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ გვთხოვეს ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადება და მიზეზი იყო ის, რომ მათი სურვილი იყო, ოპოზიცია ჩართულიყო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების ეს თხოვნა და გადავწიეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ეს კომისია შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც თქვა უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე. ყველაფერი თავის თავზე მეტყველებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით. მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის, სწორედ ამიტომ არ ჩაერთვნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დღეს წარმოდგენილს სხდომათა დარბაზში“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

“წინააღმდეგობის პლატფორმა”: “საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი”

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი "წინააღმდეგობის პლატფორმა" განცხადებას...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...