spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველანი უნდა გავერთიანდეთ და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების...

“ყველანი უნდა გავერთიანდეთ და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მმართველ პარტიასთან მიმართებაში:

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს რომ გადაუხვიოს.

მას არ უნდა დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს ქვეყანაში, უნდა რომ ხელისუფლება ჰქონდეს მიტაცებული, არ უნდა ძლიერი ინსტიტუციები, არ უნდა თავისუფალი არჩევნები და უნდა რომ ისევ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე. სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი.

ვერ დავუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირს, თუ საქართველოში პროცესები ისევ ისე გაგრძელდა, როგორც დღესაა. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში, “ქართული ოცნების” ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან და ამაზეც გვქონდა საუბარი.

“ქართულ ოცნებას” არ უნდა შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება, მაგრამ დღეს ჩვენ მივიღეთ იმის გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან და შესრულდება შეთანხმება, მათ შორის, მართლმსაჯულების მხრივ და სხვა მიმართულებითაც.

ვისაუბრეთ ასევე 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზეც, რაც იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში. კონკრეტულად ვუთხარით ფაქტების შესახებ, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, – არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები. უფრო მეტიც, “კორიდორებს” უკეთებდა მოძალადე ჯგუფებს იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ კონკრეტულ ადამიანებს.

ყოველივე ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის”...

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: "ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...