spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგიორგი ხაბურზანია: "მივჩანჩლებთ და ასე გაგრძელება არ შეიძლება..."

გიორგი ხაბურზანია: “მივჩანჩლებთ და ასე გაგრძელება არ შეიძლება…”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისა თუ მის საქმიანობის შეფასებას ახდენს და თბილისის მერიის საქმიანობაში არაერთ ხარვეზს ხედავს “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ხაბურზანია:

“კალაძე ცდილობს კვალი დატოვოს, მაგრამ ძალიან უხარისხოდ გამოსდის! ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაზპრომთან დადებული ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულება და გაზრდილი ტარიფები, ნეპოტიზმი, მისი მერად არჩევის მერე კი გვახსენდება მხოლოდ რეგულაციები, ავტობუსებზე რამდენიმეჯერ ჩავარდნილი ტენდერი, ტაქსების გადაღებვა UBER-ის ეპოქაში, წინასაარჩევნოდ მრავლად დაპირებული “პოლიტიკები” და ა.შ.

თბილისი უნიკალური ქალაქია, მას განსხვავებული და უნიკალური პროექტები სჭირდება, რათა მოხდეს ქალაქის განტვირთვა, მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ქალაქში და ჩანაცვლდეს ის ამორტიზირებული თუ უსახური შენობები, რაც ძალზე აუშნოვებს ჩვენს დედაქალაქს, ასევე სჭირდება მეტი ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური და კერძო ტრანსპორტი. სამწუხაროდ დრო გადის და არ გვაქვს გრძელვადიანი სატრანსპორტო გეგმაც, როგორ მოხდება ქალაქის ადაპტირება ელქტრო სანტრანსპორტო საშუალებებისთვის. მხოლოდ საბაჟო გადასახადის გაუქმება არ არის საკმარისი. მეტი წახალისება სჭირდება თბილისელებს, მეტი სწრაფი დამტენები, რომ ელექტრო მანქანებზე გადაჯდნენ და ქალაქში იკლოს მავნე გამონაბოლქვების ემისიამ ჰაერში.

იმისთვის რომ იგრძნონ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქი ადაპტირება ელექტრო ტრანსპორტისთვის, პირველ რიგში თვითონ მერი და მერიის შესაბამისი უწყების თანამდებობის პირები უნდა გადასხდნენ ელექტრო ავტომობილებზე და მიხვდებიან რამდენად საჭიროა სწრაფი დამტენები ქალაქში და მათი რაოდენობის გაზრდა.

ქალაქს პროექტების განხორციელების სწრაფი ტემპები სჭირდება და არა ტაქსების “ა” ან “ბ” კატეგორიებად დაყოფა! წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ დღითი დღე უარესდება ქალაქში სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური მდგომარეობა. მხოლოდ ერთ პროექტში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაში, ათეულობით მილიონის ჩასხმა არაა ქალაქის განვითარება.

მივჩანჩლებთ და ასე გაგრძელება არ შეიძლება…” – განაცხადა გიორგი ხაგურზანიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...