ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიშეხვედრა პოლიტიკურ გაერთიანებებთან რიგითი ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით

შეხვედრა პოლიტიკურ გაერთიანებებთან რიგითი ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით

2021 წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის მზადების პროცესში, პოლიტიკური პარტიების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით დღეს ცესკოში შეხვედრა გაიმართა. ცესკოს ინიციატივით გამართულ შეხვედრას იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც კანონმდებლობა რიგითი ნომრის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ უფლებების შესახებ, რასაც მათ კანონმდებლობა ამ მიმართულებით ანიჭებს.

დღევანდელ შეხვედრას ცესკოში 11 პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი“ უკვე მომართეს ცესკოს რიგით ნომერთან დაკავშირებით და დაიტოვეს წინა საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის მინიჭებული ნომრები. შესაბამისად მათი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან.

რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის მონაწილე პარტიებს, როგორც შეხვედრის შემდგომ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა ამ პარტიებმა ნომრებთან დაკავშირებით შემდეგნაირი არჩევანი გააკეთეს:

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 1
ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 4
საქართველოს ევროპელი დემოკრატები – 6
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 7
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 8
ლელო საქართველოსთვის – 9
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 10
საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 11
კანონი და სამართალი – 12
პროგრესი და თავისუფლება – 21

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38 მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილმა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.

თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მომართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა.

რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საუკეთესო დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან დაფინანსების რიგითობის შესაბამისი ნომერი ან აირჩიონ ნებისმიერი გაუნაწილებელი (თავისუფალი) რიგითი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა მათზე უკეთესი დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...