შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების - Nordic Tourism...

თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების – Nordic Tourism Collective წევრი გახდა

დედაქალაქის მერია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების – Nordic Tourism Collective წევრი გახდა. ორგანიზაციის წევრებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს, ვებინარზე თბილისის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები წარუდგინა:

ტურიზმი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორია. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებისათვის და ჩართული იყო ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში, სხვადასხვა ტიპის კამპანიების სახით, როგორებიცაა: სემინარები და სამუშაო შეხვედრები ტურიზმის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სექტორებში დასაქმებული პირებისათვის; ქუჩის კვების ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“, მედიატურები საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალისტების, ბლოგერებისა და „ინფლუენსერებისათვის“ და ა.შ. გარდა ამისა, დაფინანსდა 400-მდე კვების ობიექტი, რათა მათ აქტიურად და შეუფერხებლად განაგრძონ ოპერირება პანდემიის შემდგომ პერიოდში. ვაქცინირებულ მოგზაურთათვის თბილისი ევროპის 15 საუკეთესო მიმართულებას შორის პირველ ადგილზეა და მზად არის მიიღოს ვიზიტორები და უზრუნველყოს მათთვის უსაფრთხო გარემო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგულაციებისა და პროტოკოლის დაცვით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების ძირითად საქმიანობას წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბ2ბ და საპრომოციო ღონისძიებები, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა, ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება წარმოადგენს.

Nordic Tourism Collective-ის წევრობით თბილისი ავტომატურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ტურისტული ასოციაციის – ETOA წევრი (European Tourism Association), რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, მიმართულების მართვის ორგანიზაციებს, მსხვილ ტუროპერატორებს აერთიანებს და ზრუნავს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე ევროპის მასშტაბით.

Nordic Tourism Collective და ETOA-ს წევრები არიან მსხვილი ტურისტული ორგანიზაციები ევროპის ქვეყნებიდან, რაც განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს თბილისის პოპულარიზაციას ევროპის სამიზნე ბაზრებზე.

მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება ონლაინ B2B ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილობრივი და სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული კომპანიების ურთიერთწარდგენა და მათ შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, 2022 წლიდან თბილისში სკანდინავიური კერძო კომპანიების ინფო ტურების და ბ2ბ ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...