ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"პირდაპირ გეუბნებით - მტერი ვიქნები იმ უსამართლო, უსინდისო,...

“პირდაპირ გეუბნებით – მტერი ვიქნები იმ უსამართლო, უსინდისო, ქრთამისტი მამაძაღლების, რომლებიც ამ ხალხს ლუკმა პურს ართმევენ!” – გიორგი ვაშაძე

,, სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ყვითელი სამარშუტე ტაქსების მძღოლების მიერ გამართულ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაზე მივიდა, აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადა მათ და კონკრეტული სქემებისა და უკანონობის თაობაზე ისაუბრა, რაც, ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, ამ სფეროშია დაფიქსირებული:

,,პირდაპირ გეტყვით, ყოველწლიურად ჩვენი დათვლებით, კალაძემ 43 მლნ ლარი ამოიღო 5000-მდე ადამიანის ოჯახების ჯიბიდან და ჩაიდო ჯიბეში კომპანიასთან გარიგებით.

ლურჯი მარშუტკები იყიდა მერიამ. ეს მარშუტკები არ გადაეცა მოიჯარეებს, გადაეცათ კომპანიას, რომლისგანაც წილი მისდის პირადად კალაძეს.

ეს ადამიანები ითხოვენ ძალიან მარტივ რაღაცას:
1. გადაუფორმდეს ყვითელი მარშუტკები, როგორც ეს იყო შეთანხმებით გაფორმებული.
2. დაუბრუნდეს ის ბიზნესი, ის საიჯარო უფლებები, რომლებიც მათ ჰქონდათ.
3. როგორც მინიმუმ, იგივე სახელფასო პირობები ჰქონდეთ მძღოლებს, რომლებიც ჰქონდათ მანამდე.

დღეს არის გამაფრთხილებელი აქცია. თქვენ ხედავთ, რომ გზა არ დავკეტეთ! თუ ეს არ გაკეთდა, პირობას ვაძლევ კალაძეს, ამ უსამართლობაში ვიქნები ამ ადამიანების გვერდით ბოლომდე. აუცილებლად ისინი სამართალს მიაღწევენ.

ასე არ შეიძლება, რომ 43 მლნ ამოუღონ ყოველწლიურად 5000 ოჯახს ჯიბიდან და ჩაიდოს ორმა კაცმა ჯიბეში.

პირადად კალაძე შევიდა მარშუტკების ბიზნესის წილში. ხელს ვადებ, როცა უნდა, სადაც უნდა, დამიჯდეს დებატებზე მოვიდეს ტელევიზიების თვალწინ და მე ციფრებით დავუმტკიცებ ამ ყველაფერს!

1600 ყვითელი მარშუტკა. აქედან 800-დან 1000-მდე უკვე ჩანაცვლდა. მიდის ეს ჩანაცვლების პროცესი. ჯამში თოთოეულ სამარშუტზე ტაქსზე მინიმუმ ორი მძღოლი და ორი მეიჯარე მუშაობდა. შშმ პირები, დისპეჩერები ჰყავდათ დასაქმებული. ადამიანს კალაძემ ჯიბეში ხელი ჩაუყო და მისი 500-600 ლარი, რაც მიჰქონდა თვეში – წავა ახლა კალაძის ჯიბეში.

ასობით ადამიანი დარჩა უკვე უმუშევარი! დღეს არის გამაფრთხილებელი აქცია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეისმენენ საერთოდ – პირობას ვაძლევ და ბიჭები ამბობენ, ყვითელი ტაქსებით გადაკეტავენ მთელ თბილისს.

პირობას ვაძლევ, რომ ამ ხალხის გვერდით ვიბრძოლებ ბოლომდე! არ გაბედონ ამათი დაჯარიმებები, დაშინებები! სახელები და გვარები ვიცი იმ ხალხის, ვინც აშინებს ამ ადამიანებს.

აი ამათ ყველა დამშინებლის მტერი ვიქნები მთელი ცხოვრება. პირდაპირ გეუბნებით: მტერი ვიქნები აი ამ უსამართლო, უსინდისო, ქრთამისტი მამაძაღლების, რომლებიც ამ ხალხს ლუკმა პურს ართმევენ!

სამარშრუტო ტაქსები მათ არ გადაცემიათ საკუთრებაში. უნდა გადასცემოდათ 2 წლის წინ, მერე გაუგრძელეს კიდე 2 წლით და 1 წლის წინ უნდა ჰქონდეთ გაფორმებული თავისი ყვითელი მარშუტკები.

ეს შემოიყვანეს 2011 წელს, 7 წელიწადში უნდა გადაფორმებოდათ, ანუ 2018 წელს. მერე გადაავადეს კიდევ 2 წლით, ანუ 2020 წელს.

ურთიერთშეთანხმებით იწუწუნეს, რომ ფული არა გვაქვსო და კიდევ მძღოლები და მოიჯარეები წავიდნენ დათმობაზე.

2020 წელს ყველა ვადა ამოიწურა. ყვითელი მარშუტკა ახლა ამ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და რეგისტრირებული უნდა იყოს. მაგრამ რა ხდება იცით? – ვალი აიღო ბანკიდან კომპანიამ, ის ფული არ გადაიხადა, აქაც ითაღლითა და მოიპარა კომპანიამ, ხოლო ლურჯი მარშუტკები იმის მაგივრად, რომ კომპანიას უნდა შემოეყვანა, ჩვენი თბილისის მაცხოვრებლების ჯიბიდან, ბიუჯეტიდან იყიდეს და აჩუქეს კომპანიას. ფაქტობრივად, ეს ხალხი ამოაგდეს ამ ყველაფრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპროტესტო აქციაზე კომენტარი გააკეთეს სამარშრუტე ტაქსების მძღოლებმაც.

,,ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ მთელი სამარშუტო მანქანები რომელზეც ვიშრომეთ 7 წელი, გაგვაჩერებინეს სახლში, ოღონდ არანაირი უფლება არ გვაქვს ვისარგებლოთ ან გადავადგილდეთ იმიტომ, რომ კომპანიაზეა ოფიციალურად რეგისტრირებული, – ვითხოვთ, გონივრულ ვადებში, რაც შეიძლება მალე, გადმოგვეცეს ეს მანქანები საკუთრებაში“, – განაცხადეს მათ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა...

ანალიტიკოსი ათუნა ლაგაზიძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის...

“ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ პარტიას კონკრეტულ...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

გიორგი ვაშაძე: “ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...